fbpx
ემიგრაციული სიახლეები

“რაც გინდათ დიდი იმედი გქონდეთ კარგი შვილისა, საკუთარ თავზე იფიქრეთ”

“არ მოვყვები იმ მიზეზებს, რის გამოც გავხდი ემიგრანტი. ეს ხომ ყველასთვის ნათელია, როგორც უმეტესობა, მეც უკიდურესმა გაჭირვებამ გამაემიგრანტა…მეც უამრავი ტანჯვა გამოვიარე…ხელფასს ავიღებდი თუ არა, იმ დღესვე ვაგზავნიდი ჩემს ოჯახში, ჩემთვის მხოლოდ ტელეფონში ჩასარიცხ თანხას და ორიოდე გროშს ვიტოვდი… ოჯახი ფეხზე დავაყენე. ჩემი დედისერთა ვაჟი დაცოლშვილდა. მეუღლის საფლავიც ისე გავაკეთე, როგორც ერთგულ მეუღლეს და მზრუნველ მამას ეკუთვნოდა.

მოხუცი, რომელსაც ვუვლიდი,სულ მარიგებდა, ცოტაოდენი ფული შენთვის მოიტოვეო. მიკვირდა და ვეუბნებოდი, ჩემი და ჩემი შვილის არც გაჭირვებაა გასაყოფი და არც დალხენა, რად მინდა ჩემთვის-მეთქი. თურმე მწარედ ვცდებოდი…

12 წლის მერე გადავწყვიტე საბოლოოდ წამოვსულიყავი იტალიიდან და ჩემი შვილიშვილებისთვის გავხარჯულიყავი.

საჩუქრებით გაიხარა ყველამ და ტკბილადაც შემხვდნენ, მაგრამ როცა ვთქვი, აღარ მივდივარ, საბოლოოდ ჩამოვედი მეთქი (ვაი,იმ თქმასა და მოსმენას!), პირველი ჩემი ვაჟის აჭარხლებული სახე მომხვდა თვალში. “აქ რა უნდა გააკეთო, რომ დარჩე?“ გული ისე მაგრად მიცემდა, მეგონა ყველას ესმოდა ჩემი გულის ფეთქვა.

აღარ შემიძლია,შვილომეთქი… “სანამ შეგეძლო იტალიელებს ბანე ტრ..ი და როცა მოსვალელი ხარ,ახლა ჩამოხვედი ჩვენთან?“ ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო…აღარ მესმოდა დანარჩენი…ალბათ იტყვით,ქალბატონო მარინა, რატომ არ ვუთხარი,რომ თუ აქამდე სხვას ვბანდი ტ…ს, სწორედ იმით იდგა ფეხზე?..რაღა აზრი აქვს,მითხარით, ასეთ უმადურ,დაუნახავ შვილთან საუბრის გაგრძელებას?

იმავე საღამოს ჩავალაგე საჭირო ნივთები და მეორე დილით დავემშვიდობე ოჯახს. იცით,რა იყო ჩემი შვილის გამოსამშვიდობებელი სიტყვები?

” აკი, აღარ შემიძლიაო? ტყუილები არ გიყვარდა და იტალიაში ისწავლე? წადი! ყველასთვის ასე აჯობებს. ეს სახლიც ისე პატარაა…შენ ცალკე ოთახი გჭირდება…აბა,ბავშვების ოთახში ხომ ვერ იქნები ან ჩვენთან. იქნებ იმდენი მოაგროვო,რომ გავფარდოვდეთ…“ ცოტა სიტკბოს გარევაც უნდოდა,მაგრამ აღარ გამოუვიდა ჩემს შვილს,რადგან უკვე ამონთხეული შხამი სჭარბობდა.

მინდა ჩემი მოხუცის სიტყვებით მივმართო,ჩემს თანამემამულე ემიგრანტ ქალბატონებს: რაც გინდათ დიდი იმედი გქონდეთ კარგი შვილისა,საკუთარ თავზე იფიქრეთ! არავინ იცის როგორ შემოგვიტრიალდება დათესილი სიკეთე…“

onalem

ტესტ