fbpx
კრიმინალი

“რაც გინდა გააკეთე… მე ის მოვკალი” – ტრაგედია ლუტრაკში

დაუჯერებელი ტრაგედია ლუტრაკში, შუადღეს მოხდა. საუბარია ორ ხანდაზმულ მამაკაცზე, რომლებიც მეზობლები იყვნენ.

ერთ-ერთი მამაკაცის ძმისშვილი კორინთის საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდა, სადაც 82 წლის მეზობელი მამაკაცი დახვდა, ხოლო თავისი 87 წლის ბიძა უკვე გარდაცვლილი იყო. “გააკეთე რაც გინდა, მომკალი… მე ის მოვკალი.”

ცნობილია, რომ 82 წლის მამაკაცმა მას სწორედ ეს სიტყვები უთხრა, მას შემდეგ, რაც ბიძის უსულო სხეული ნახა. ცხადია, ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

ყველაფერი 16:00 საათზე მოხდა, როდესაც 82 წლის მამაკაცი მეზობელთან შევიდა. მათ შორის ინტენსიური უთანხმოებები იყო. 87 წლის მამაკაცი კი ამ დროს სახლში მარტო იმყოფებოდა, რადგან მისი ცოლი, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემით საავადმყოფოშია მოთავსებული.

87 წლის მამაკაცს დაზიანება თავის არეში, უკანა მხარეს აქვს მიყენებული, რაც სავარაუდოდ, დაცემის შედეგია.

82 წლის მამაკაცი მკვლელობიდან საათნახევრის მანძილზე ცხედართან ერთად სახლში იმყოფებოდა. ცდილობდა, გაეცნობიერებინა, თუ რა ჩაიდინა.

ის პოლიციამ მაშინვე დააკავა, დღეს კი, სავარაუდოდ, პროკურორის წინაშე წარსდგება.

onalem

ტესტ