fbpx
საბერძნეთი

რა უნდა გავაკეთოთ, თუ ქაღალდის ძველი ბილეთები ისევ გვაქვს?!

მას შემდეგ, რაც ათენში ახალი ელექტრონული სისტემა ამოქმედდა და 16 ნოემბერს ძველი ქაღალდის ბილეთები და ბარათები მოქმედებაში აღარ არის, საზოგადოებაში დაბნეულობა წარმოიქმნა. ბევრ ადამიანს კვლავ აქვს შემორჩენილი ქაღალდის ძველი ბილეთები, რომლებიც წინასწარ ჰქონდა ნაყიდი და ახლა არ იცის, გადააგდოს თუ შეინახოს ისინი.

სწორედ ამიტომ, საბერძნეთის საჯარო ტრანსპორტის წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას, თუ რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, თუ მას ჯერ კიდევ აქვს ქაღალდის ძველი ბილეთი, რომელიც მოქმედებაში აღარ არის:

1) იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ 10 და მეტი ქაღალდის ძველი ბილეთი, შეგიძლიათ მიხვიდეთ ომონიის მეტროსადგურში და გადაცვალოთ ისინი ახალ ელექტრონულ ბილეთებში.

2) ასევე, 10-ზე მეტი ბილეთის მფლობელებს, გადასაცვლელად შეგიძლიათ მიაკითხოთ OASA-ს ოფისებს. მისამართი: მეცოვუს N15 (ათენი).

onalem

ტესტ