fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

რა პირობებში უწევთ ახალგაზრდებს მუშაობა საბერძნეთის პლაჟებზე

გერმანული ტელევიზიის ეთერში გავიდა რეპორტაჟი ბერძნულ ტურიზმთან დაკავშირებით.

ხშირად, ძალიან დაბალი ხელფასისა და არაადამიანური პირობების მიუხედავად, ბერძენი პერსონალი სანაპიროებზე მაინც მუშაობს. საბერძნეთი მოსალოდნელია, რომ წელს 30 მილიონ ტურისტს მიიღებს, ეს კი ნიშნავს, რომ ტურიზმის სფეროში დასაქმებულთათვის სიტუაცია უფრო და უფრო გაუარესდება.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი მიგრანტების დიდი ნაკადის გამო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ზოგიერთ რეგიონში ტერორიზმის საფრთხეც არსებობს, თუმცა, ტურისტები არჩევანს მაინც კუნძულებზე აჩერებენ.

”7  დღე სუნთქვის გარეშე”

გერმანელი ჟურნალისტი კუნძულ სანტორინს ეწვია იმისთვის, რომ იქ არსებული მდგომარეობა კამერაზე აღეწერა და ყველაფერი მეორე მხრიდანაც დაენახებინა საზოგადოებისთვის.

”ტურისტებისთვის ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა, ხოლო პერსონალისთვის ჩვეულებრივი ჯოჯოხეთი. ზაფხულის თვეები წლის ყველაზე საშინელი პერიოდია. ისინი მუშაობენ 7 დღე კვირაში და ამოსუნთქვის საშუალებაც არ აქვთ. დასვენებას ერთი დღითაც კი ვერ ახერხებენ.

გოგონა, რომელიც სასტუმროს ადმინისტრატორად კვირაში 6 დღე მუშაობს, თვეში მხოლოდ 1,000 ევროს იღებს. თუმცა, რამდენიმე წლის წინ ის ტურიზმის თანამედროვე მონა იყო, რადგან  1,000 ევროზე ნაკლებს გამოიმუშავებდა, იგივე სამუშაო რეჟიმში. თანაც, დაზღვევის გარეშე.

ძალიან ბევრი ნიუანსია, რაზე საუბარიც თანამედროვე მონებს მედიასთან სურთ, თუმცა, მათ სამუშაოს დაკარგვის ეშინიათ.

როგორც აღმოჩნდა, ძალიან ცოტაა ისეთი სასტუმროები, რომელთა ხელმძღვანელობაც პროფესიონალ პერსონალს შრომის შესაბამისად უხდის,” ამბობს ჟურნალისტი ელე ტრაპი.

onalem

ტესტ