fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

რა პირობებში არიან ბავშვები საბერძნეთის საავადმყოფოებში: საჩივარი პერსონალისა და მშობლების მხრიდან

მშობლები და საბერძნეთის ბავშვთა საავადმყოფოების პერსონალი შოკისმომგვრელ განცხადებებს აკეთებს. ისინი ჯანდაცვის სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვენ. ხუთშაბათს საღამოს აგია ვარვარას საავადმყოფოში ბავშვი ინფექციური დაავადებით გარდაიცვალა. მსგავსი სახის დაავადებები კი თავად საავადმყოფოებში ძალიან გახშირდა.

ერთ-ერთი ბერძნული საინფორმაციო წყარო სკარამაგას საავადმყოფოში შევიდა და იქ არსებული საშინელი პირობები აღბეჭდა. 2017 წელს ამ საავადმყოფოდან პაციენტები აგია ვარვარას საავადმყოფოში გადაჰყავდათ, რადგან იქ არსებული მდგომარეობა ყოველგვარ ზღვარს აჭარბებდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსგან არანაირი გამოხმაურება არ ჩანს.

დატბორილი სარდაფები, საშინელი სანიტარული პირობები, დანგრეული ოთახები. ეს ის გარემოა, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს მასპინძლობდა.

onalem

ტესტ