fbpx
ემიგრაციული სიახლეები

რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ახალი ბერძნული პირადობის მოწმობების შესახებ

საბერძნეთის მოქალაქეები მიიღებენ განახლებულ პირადობის მოწმობებს. მათი მეშვეობით გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა დაცვის ღონისძიებები, მათ შორის პირადობის მოწმობის მფლობელის თითის ანაბეჭდები.
ახალი პირადობის მოწმობის გაცემის ღირებულება იქნება 8 ევრო, ფოტოსურათების ხარჯის გარეშე. ყველა ძველი პირადობის მოწმობა სავალდებულო წესით უნდა იქნეს ჩანაცვლებული ახალი პირადობის მოწმობით 4 წლის განმავლობაში.

 7 დაცვის ეტაპი არის გათვალისწინებული ახალი პირადობის მოწმობებში, რომლების მიზანიც არის გაყალბებისგან თავის არიდება.

  • პირადობის მოწმობის ნომერი;
  • სქესი, გვარი, სახელი, დაბადები თარიღი და ეროვნება;
  • ვადის გასვლის თარიღი, გაცემის თარიღი და ბარათის ნომერი;
  • მფლობელის ხელმოწერა;
  • ფოტოსურათი.

აღნიშნული ინფორმაცია იქნება აღწერილი წინა მხარეს.

  • მამის სახელი, დედის სახელი, დაბადების ადგილი,  (Α.Μ.Κ.Α.)-ს ნომერი და ელექტრონული თითის ანაბეჭდი;
  • მექანიკური აღრიცხვის და შენახვის ჩიპი, რის შემადგენლობაშიც არის შემდეგი მონაცემები: ფოტოსურათი, მფლობელის ინფორმაცია, მფლობელის სიმაღლის შესახებ ინფორმაციის 24 წლის ასაკის მიღწევის მდგომარეობით, მფლობელის მუნიციპალიტეტი და გაცემის ადგილი.

სამინისტროს გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესების გათვალისწინებით.