fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

რა ეტაპზეა დაკარგული ქართველი ბიჭის, ალექსის საქმე, რომელიც ვერიიდან 2006 წელს გაუჩინარდა

დაკარგული ქართველი ბიჭი, ალექსი, რომელიც ვერიაში 2006 წელს დაიკარგა, შესაძლოა ცოცხალი იყოს!

ალექსის დაკარგვის საქმის ბოლო განხილვა 2013 წელს იყო. თუ საბერძნეთის საგამოძიებო პოლიცია ერთ-ერთი მოწმის ჩვენებას სწორად გამოიყენებს, შესაძლებელია ალექსს მიაგნონ.

2013 წლის ბოლო ინფორმაციით, ცნობილი ელექტრონული პორტალის (newsbomb.gr) მიხედვით, არსებობს მოწმე-გასაღები, რომელიც ამბობს, რომ ბულგარულმა მაფიამ ალექსი გაიტაცა და ის ბავშვთა ტრეფიკინგით დაკავებულ ჯგუფებს გადასცა სხვა ქვეყანაში.

ელექტრონული პორტალი მოწმის ვინაობას არ ასახელებს, რადგან მან კონფიდენციალობის დაცვა მოითხოვა. მისი ჩვენება საბერძნეთის საგამოძიებო პოლიციისთვის წლების მანძილზე ცნობილი იყო.  თუ მოწმე მართალს ამბობს, ალექსის ისტორია უფრო ღრმა ჩიხში შედის, ვიდრე წარსულში იყო და ეს  შემთხვევა უფრო და უფრო ემსგავსება პატარა მარიას ისტორიას, რომელმაც საბერძნეთი შოკში ჩააგდო. ბულგარელმა ციგნებმა პატარა გოგო საბერძნეთში გაყიდეს. რა იგულისხმება ბავშვების ტრეფიკინგში? უკანონოდ შვილის აყვანა, ორგანოებით ვაჭრობა, პედოფილია და ა.შ.

მოკლედ, რას ამბობს მოწმე:

მისი თქმით, მას ჰყავდა ბულგარელი მეუღლე, რომელთანაც ამჟამად განქორწინებულია. ყოფილი მეუღლე და მისი დედა საბერძნეთში ყალბი საბუთებით იყვნენ ჩამოსულები. მას, სანამ ბულგარელ ქალთან ოფიციალურ ქორწინებაში იყო, შვილი ეყოლა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქალი მას დაშორდა და დედასთან და შვილთან ერთად გაუჩინარდა. ეს ინციდენტი მოწმის თქმით, ალექსის გაუჩინარების წინა პერიოდში მოხდა, თუმცა, როდესაც მან ალექსის შესახებ ტელევიზიის მეშვეობით მოისმინა, უფრო დაეჭვდა ორგანიზებულ ჯგუფზე, რომელიც ბავშვების ტრეფიკინგით იყო დაკავებული. ის მაქსიმალურად შეეცადა, რომ მეუღლე და სიდედრი ეპოვა, თუმცა ვერაფერს გახდა.

ბულგარული მაფია და ბავშვების ტრეფიკინგი:

მოწმემ საბერძნეთის პოლიციას მოსთხოვა, რომ ის ანონიმურად დარჩენილიყო და ასევე მოითხოვა მოწმეთა დაცვის პროგრამაში მოხვედრილიყო, რადგან ეშინოდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. ის ამბობს, რომ მისმა მეუღლემ და სიდედრმა, მისი პირადობის მოწმობა მოიპარეს და მისი მონაცემებით სხვადასხვა დოკუმენტები გააყალბეს. ასევე ჩანს, რომ მისი საცხოვრებელი ქალაქის მერიაში მისი მონაცემებით მოთხოვნილი იყო მისი და ყოფილი ცოლის ქორწინების საბუთი, თუმცა მისი თქმით, მას პირადად არასოდეს მოუთხოვია აღნიშნული საბუთი.

მოკლედ, მისი ცოლის, შვილისა და სიდედრის ძებნის დროს, მან 43 წლის მამაკაცს მიაგნო, (როდესაც მამაკაცი ცოლს და სიდედრს ეძებდა, ზუსტად ის დღე იყო როდესაც ალექსი ვერიიდან დაიკარგა) რომელმაც იმ დროს, BMW-ს მარკის მანქანაში ჩასვა ბავშვები და ა პუნქტიდან ბ პუნქტში გადაიყვანა. როდესაც ბავშვებმა მანქანიდან გადმოსვლა სცადეს, ის მათ უყვიროდა.

მოწმე 43 წლის მამაკაცს ვერიიდან (საიდანაც ალექსი დაიკარგა) ათენამდე, ათენიდან ლუტრაკამდე და შემდეგ პელოპონისამდე გაჰყვა. მისი თქმით, ერთ-ერთი ბავშვი, რომელიც მანქანაში იჯდა ძალიან ჰგავდა ალექსს, რომლის სურათებიც მან ტელევიზიით ნახა.

მოწმის განცხადებით, 43 წლის მამაკაცი იცნობს მის ყოფილ სიდედრს (ამას ადასტურებენ მათი საერთო მეგობრებიც) და ისინი თანამშრომლობენ. ასევე ის დღესაც ამბობს, რომ მის სიდიდრს გარკვეული ურთიერთობა ქონდა ბავშვების ტრეფიკინგით, უკანონო ქორწინებებით დაკავებულ დაჯგუფებებთან, მას ახლო ურთიერთობა ქონდა ბერძნენ პოლიციელებთან და რომ ეს ქალი იცნობდა ალექსს, რადგან მას რამდენიმე საგანში გაკვეთილებს უტარებდა (მისი თქმით, ეს მათი ძებნის პერიოდში აღმოაჩინა).

შემთხვევა მთლიანობაში, როგორც ჩანს, პატარა მარიას ამბავს ემსგავსება. ბულგარული მაფია, ბავშვების ტრეფიკინგი, ბულგარელი ციგნების მიერ ბავშვების გაყიდვა ა.შ.

დღესდღეობით, მამაკაცი იგივეს ლაპარაკობს, მას ჩვენება არ შეუცვლია, უფრო მეტიც, დაამატა გარკვეული ინფორმაცია, თუმცა, კონკრეტულად რა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მისი ჩვენების სანდოობა ბერძნული სასამართლოს მიერ უნდა დადგინდეს, რომელიც გამოიყენებს ფაქტებს, რათა ბოლოს და ბოლოს დაზუსტდეს, ცოცხალია თუ არა ალექსი და სად იმყოფება დღეს.

onalem

ტესტ