fbpx
კრიმინალი

რა დროის მანძილზე იპარავდა ბერძენი დამლაგებელი ოჯახიდან თანხას – პოლიცია დეტალებს ავრცელებს!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის პოლიციამ დააკავა ქალი, რომელიც იმ ოჯახს ძარცვავდა, რომელშიც თავად მუშაობდა. დადგენილია, რომ მის მიერ წაღებული თანხა 91, 000 ევროს უდრის, თუმცა, როგორ მოახერხა მან ეს?!

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს ქალმა თანხა ერთბაშად გაიტანა, თუმცა, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. პოლიციის ცნობით, 28 წლის ბერძენი ოჯახს 2 წლის მანძილზე ძარცვავდა. ის შედიოდა მთავარ საძინებელში და თანხის გარდა, იღებდა ძვირფასეულობასაც.

ის ცდილობდა ნელ-ნელა ემოქმედა, რათა ოჯახს ეჭვი არ აეღო ან სულაც ძალიან გვიან აეღო. 

2 წლის შემდეგ, მართლაც შეამჩნიეს, რომ სახლიდან უზარმაზარი რაოდენობის თანხა და ძვირფასეულობა იყო გამქრალი, რის შედეგადაც ოჯახი პოლიციას დაუკავშირდა.

28 წლის ქალს ჩხრეკის შედეგად 1, 000 ევრო აღმოუჩინეს. 

ის სერესის პროკურატურაშია გადაყვანილი.

onalem

ტესტ