fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

რა ბედი ეწიათ პერისტერიში, სახლში მარტო დატოვებულ ტყუპებს ?!

პროკურორის განცხადებით, მშობლების მიერ სახლში მარტო დატოვებული ტყუპები ჯერ კიდევ საავადმყოფოში გადაიყვანეს და უსაფრთხოების გამო, იქ კიდევ რამდენიმე დღე დარჩებიან.

როგორც უკვე ცნობილია 4 თვის ბავშვები 15 წლის დედამ და 23 წლის მამამ, რომელსაც არასრულწლოვნის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის 18 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სახლში მარტო დატოვეს. ბავშვების ტირილმა მეზობელი შეაწუხა და ამ ამბის შესახებ პოლიციისთვის სწორედ ასე გახდა ცნობილი.

ექიმების განცხადებით ტყუპების ჯანმრთელობა იდეალურ მდგომარეობაშია, მათ კარგი ჰიგიენური პირობები და კვება აქვთ. მართალია მამა აცხადებს, რომ ისინი საავადმყოფოში მისი ჯანმრთელობის პრობლემის გამო წავიდნენ, თუმცა, პოლიციის ოფიცრებს სჯერათ, რომ ეს ყველაფერი დაუდევრობის გამო მოხდა.

მათი დედა, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებისა და ორსულობის გამო თავისუფალი რჩება, ხოლო მამას 18 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

წყვილი მშობლების ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა და ფინანსურ დახმარებასაც მათგან იღებდა.

ჩვილები ჯერჯერობით საავადმყოფოში რჩებიან, ახლო მომავალი კი მათ ბედს პროკურორი გადაწყვეტს.

onalem

ტესტ