fbpx
საზოგადოება

რა ბედი ეწია 12 წლის ბიჭს, რომელიც აკროპოლიდან გაუჩინარდა?!

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლის ბიჭი აკროპოლის ტერიტორიიდან გუშინ, 2 ივლისს გაუჩინარდა. მთელი დღის მანძილზე მის კვალსაც კი ვერ მიაგნეს.

თუმცა, მას შემდეგ, რაც საქმეში არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერივნენ და მის შესახებ ინფორმაცია საზოაგდოებაში გავრცელდა, დღეს 2018 წლის 3 ივლისს, ის ეგალეოში, სრულიად მარტო მოხეტიალე იპოვეს.

ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილი” აცხადებს, რომ ის ჯანმრთელი და უვნებელია.

“მადლობას ვუხდით საზოგადოებას ყურადღების გამოჩენისთვის,” აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია 12 წლის კრისტიან-კოსტასა და მის ოჯახს ფსიქოლოგიური დახმარებით უზრუნველყოფს.

უცნობია, თუ რა ვითარებაში გაქრა ბავშვი მისი ოჯახის თვალთახედვის არიდან.

onalem

ტესტ