fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: რა ბედი ეწევა დამლაგებელს, რომელსაც 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს?!

როგორც უკვე ცნობილია 53 წლის დამლაგებელ ქალს ხუთკაციანმა სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მხოლოდ იმის გამო, რომ მან გააყალბა საბუთები, რათა სამსახურში აეყვანათ. მის მიერ გაყალბებული საბუთი კი ამკიცებდა იმას, რომ დაწყებითი კლასების განათლება ჰქონდა მიღებული.

აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტეს არა მხოლოდ მისმა თანამშრომლებმა, არამედ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ადამიანის უფლებათა დამცველებმა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ “SYRIZA”-მ გამოაქვეყნა განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით.

სახელისუფლებო პარტიის განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ხალხს სახელმწიფოს და მართლმსაჯულების მიმართ რწმენა დაუკარგა.

სწორედ ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ განაჩენს კიდევ ერთხელ, ორშაბათს, 26 ნოემბერს განიხილავენ.

ქალს ემსახურება ადვოკატიც, რომელიც მის დახმარებას მაქსიმალურად ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ქალი ვოლოსის საბავშვო ბაღში 18 წლის მანძილზე პატიოსნად მუშაობდა.

onalem

ტესტ