fbpx
საბერძნეთი

რა არის ელექტრონული ბილეთი, რომელიც 1,40 ევრო ღირს?

გუშინდელი დღიდან განსაზღვრული ვადით (90 წუთი) მოქმედი ახალი სახის ბილეთი, რომელიც 1,40 ევრო ღირს, გაყიდვაში შემოვიდა და მისი შეძენა მოსახლეობას იმავე გზით შეუძლია, როგორც ძველ ბილეთებს ყიდულობდნენ ( მეტროების აპარატებში). ძველი სახის ბილეთების დაბეჭდვა კი ასევე გუშინდელი დღიდან შეწყდა.

ΟΑΣΑ-ს ინფორმაციით, 6 ნოემბრამდე გაიცა 200, 000 პერსონალური ელექტრონული ბარათი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1,40 ევროს ღირებულების ახალი ბილეთის შეძენის შემთხვევაში, მოქმედების ამოწურვის შემდეგ, მისი გადაგდება აუცილებელი არ არის, არამედ შესაძლებელია ბილეთზე თანხა თავიდან ჩარიცხოთ.

ΟΑΣΑ აცხადებს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობაში პრობლემები აღარ არსებობს.

onalem

ტესტ