fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

რა არ უნდა გააკეთო, როცა საბერძნეთს სტუმრობ – ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა

ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორმა მარკ უოლტერსმა შექმნა ვიდეო, რომელიც ეხება თემას ”რა არ უნდა გააკეთო, როდესაც საბერძნეთს სტუმრობ!” აქ არის ყველაფერი, რაც როგორც სასარგებლო, ასევე ძალიან სახალისოა მათთვის, ვინც საბერძნეთის მონახულებას აპირებს, რათა მასპინძელი ბერძნები არ გაანაწყენონ.

ვიდეო გადაღებულია კუნძულ კრეტაზე და არის ინგლისურ ენაზე, ამიტომ გთავაზობთ ჩამოთვლილ პუნქტებს ქართულად:

1) არასოდეს აჩვენოთ თქვენი ხელისგული. ეს ბერძნებისთვის შეურაცხმყოფელი ჟესტია.

2) ნუ იჩქარებთ! ბერძნული დრო და ჩვეულებრივი დრო ერთმანეთისგან განსხვავდება. თუ ისინი ამბობენ 5 წუთს, ეს დაახლოებით 15 წუთს ნიშნავს.

3) არ შეგეშინდეთ ბერძნული ენის ან ანბანის. ბერძნები სუპერ-სტუმართმოყვარე ხალხია. ეცადეთ, თქვათ რამდენიმე სიტყვა ბერძნულად.

4) თუ იმდენად იღბლიანი აღმოჩნდით, რომ ბერძნულ ოჯახში მოხვდით, არ დაგავიწყდეთ მათთვის საჩუქრის მიტანა: ყვავილები, ტკბილეული და ა.შ. უბრალოდ, არ დაგავიწყდეთ და მიუტანეთ საჩუქარი.

5) არასოდეს ჭამოთ ბერძნულ ოჯახში სტუმრობამდე, ბერძნების სტუმართმოყვარეობა ნიშნავს, რომ ისინი გამოგკვებავენ საკმარისზე მეტად.

6) არ ჩაასხათ ღვინო ჭიქაში მანამდე, სანამ ის ბოლომდე არ დაიცლება.

7) არ სცადოთ მანქანა მართოთ, ისე, როგორც ამას ადგილობრივები აკეთებენ.

8) არ დაგავიწყდეთ, რომ თუ ამერიკის მოქალაქე ხართ, საბერძნეთში მანქანის ქირაობისთვის საერთაშორისო მართვის მოწმობა დაგჭირდებათ.

9) ნუ აღიქვამთ უცნაურად, თუ საპროტესტო აქციებს ათენის ქუჩებში ყოველდღე დაინახავთ.

10) საბერძნეთში ჩამოსვლისას, არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი საშუალებები.

11) ეცადეთ სწორად გამოთქვათ ტრადიციული ბერძნული კერძის სახელი – გირო!

12) არ გამოტოვოთ ნაბიჯი ბერძნულ ცეკვაში!

13) ნუ დასჯერდებით მხოლოდ იმ ბერძნულ კერძებს, რომელთა შესახებაც გსმენიათ! აქ კიდევ ბევრი საინტერესო და გემრიელი კერძია.

14) არასოდეს ჩააგდოთ ტუალეტის ქაღალდი ან რაიმე სხვა უნიტაზში, რადგან ის მილებში ვერ გაივლის.

onalem

ტესტ