fbpx
კრიმინალი

რიხარდო მილონასის “ქველმოქმედების” საფარქვეშ დამალული ოქროთი ვაჭრობის სქემა

საქმეს, სადაც “ოქროს მაფია”, მილიონობით შავი ფული და 2 უმსხვილესი ორგანიზაციის ლიდერის ინვესტიციებია ჩართული, პოლიცია იძიებს. სამართალდამცავები ამ ორი ორგანიზაციის უზურპაციის მასშტაბებს იკვლევენ. ნიშანდობლივია, რომ სქემის ერთ-ერთ მონაწილე, რომლის დაკავების პროცესშიც მარუსის პოლიციის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი იყო ჩართული, დიდ სასტუმროს ყიდულობდა კარაგიორგას სერბიას ქუჩაზე, ათენის ცენტრში. მის სიძეს კი, რომელიც ასევე სქემის წევრი იყო, ერთი ნაბიჯიღა აკლდა კუნძულ მიკონოსზე, მდიდრული ვილის შეძენამდე.

ამავდროულად, ახალი შოკისმომგვრელი დეტალები გახმაურდა “ოქროს მაფიის” ქმედებებიდან, რომლის ერთ-ერთი მონაწილე ცნობილი ლომბარდების მფლობელი, დიმიტრის რიხარდო მილონასია. საქმის ფაილში, რომელიც Protothema.gr-მ მოიპოვა, მითითებულია, რომ სქემაში პოლიციის ყოფილი თანამშრომელიც მონაწილეობდა. ამჟამად, პოლიცია სხვა თანამშრომლებსაც ეძებს, რომლებიც “მაფიას” უკანონო ქმედებებში ეხმარებოდნენ.

გარდა ამისა, პოლიცია ეძებს ცნობილ იუველირს, რომელმაც “მსხვილი” კომპანია დაარსა და მილონასთან ერთად ძვირადღირებული საიუველირო მაღაზიის გახსნას აპირებდა. პოლიცია არ გამორიცხავს, სხვა მეწარმეების არსებობას სქემაში, რომლებიც დიდ ბიზნესებს ამზადებდნენ რიხარდო მილონასთან ერთად.

დაჯგუფების წევრები შავ ფულს პერმანენტულად ათეთრებდნენ საქველმოქმედო ორგანიზაციების “საფარქვეშ”. მაგალითად, მათ 2018 წლის ზაფხულში, მიკონოსზე შეიძინეს Paris Hilton-ის სამკაული “ქველმოქმედებისთვის”. რეალურად კი, ეს მდიდრული ვილა, იახტა, ძვირადღირებული მანქანები და ღამის ცხოვრება “აღმოჩნდა”.

onalem

ტესტ