10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოდის

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის ივლისში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $120 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია. ჯამში კი იანვარ-ივლისში ფულადმა გზავნილებმა $749 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება.

ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია, შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს.

ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც იანვარ-მარტში $95 მილიონი გადმოირიცხა, $79 მილიონით მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია.

2017 წლის პირველი კვარტლის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი:

  1. რუსეთი – $250 მილიონი, ზრდა წინა წელთან 18%
  2. აშშ – $79 მილიონი, ზრდა წინა წელთან 17%
  3. იტალია – $76 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%
  4. საბერძნეთი – $75.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 5.7%
  5. ისრაელი – $68.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 100%
  6. თურქეთი – $60.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 30%
  7. ესპანეთი – $19.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12%
  8. გერმანია – $18.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 4%
  9. უკრაინა – $14.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 28%
  10. გაერთიანებული სამეფო – $8.7 მილიონი, კლება წინა წელთან 5%