fbpx
საზოგადოება

ქუთაისიდან აფრენილი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა: მიზეზი ბომბის შესახებ ზარი გახდა

ავიაკომპანია WizzAir-ის თვითმფრინავი ქუთაისი-ვარშავის რეისს ასრულებდა, როდესაც ეკიპაჟი იძულებული გახდა ავარიულად, ექსტრემალურ პირობებში, ბუქარესტში დაშვებულიყო.

მიზეზი გახდა სატელეფონო ზარი, რომელიც იუწყებოდა, რომ ბორტზე ბომბი იყო და თვითმფრინავი აფეთქდებოდა.

ბორტის შემოწმების შედეგად კი დადგინდა, რომ იქ არანაირი ბომბი არ იყო.

ცნობილია, რომ ზარის განხორციელების მიზეზი ოჯახური უთანხმოება გახდა, კერძოდ კი გაბრაზებული სიდედრი ამბობდა, რომ ბორტზე მყოფ ორ პირს ააფეთქებდა.

იხილეთ დეტალურად რეპოტაჟში:

onalem

ტესტ