fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ქუთაისი-ათენი 19.99 ევროდან – ავიაკომპანია ვიზეარი კიდევ ერთ ახალ მიმართულებას ამატებს

დაბალბიუჯეტიანი კავშირი ავიაკომპანია ვიზეარი კიდევ ერთ ახალ მიმართულებას ქუთაისსა და ათენს შორის ამატებს.

ახალი მიმართულება : ქუთაისი – ათენი

დაწყების თარიღი: 2018 წლის 17 მაისი

სიხშირე: კვირაში ორჯერ, ხუთშაბათს და კვირას

ტარიფები: 53.99 ლარიდან / 19.99 ევროდან*

აქვე აღვნიშნავთ, რომ ბილეთის ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კვირით ადრე დაჯავშნით სასურველ მიმართულებას. ასევე, თუ რომელ დღეს არის დაგეგმილი რეისი. (იგულისხმება, რომ ბილეთი შესაძლოა ღირდეს 30, 40, 50 ან 60 ევროც).

ბილეთების დასაჯავშნად დარეკეთ:
მარიტა ჯანელიძე 210 88 100 10 ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ომონიაზე, კერძოდ, Inex Group Travel-ში.

ვიზეარის დაბალბიუჯეტიანი ქსელი ქუთაისიდან: 17 მიმართულება 12 ქვეყანაში

მომავალი მიმართულებები ქუთაისიდან: პარიზი ბუვე, რომი ფიუმიჩინო, პრაღა, ბარსელონა

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ვიზეარმა დღეს ახალი მიმართულების შესახებ დააანონსა. ავიაკომპანია ქუთაისიდან ათენის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ხუთშაბათს და კვირას განახორციელებს ფრენებს. ათენი შესანიშნავი ადგილია, როგორც გრძელვადიანი დასვენებისთვის, ასევე კვირის ბოლოს ხანმოკლე განტვირთვისთვის. იგი ვიზიტორებს სთავაზობს გასართობი და სანახაობრივი აქტივობების ფართო არჩევანს. ევროპის ეს შესანიშნავი ისტორიული დედაქალაქი ცნობილია თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. ამავდროულად, ის გამოირჩევა თანამედროვე ქალაქისთვის დამახასიათებელი რიტმით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იზიდავს ტურისტებს.

ახალი მიმართულებით ფრენები განხორციელდება 2018 წლის 17 მაისიდან, მთელი წლის განმავლობაში.

ბილეთების შეძენა სულ რაღაც 53.99 ლარად უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე : wizzair.com

ვიზეარის ახალი მიმართულება ფრენებს ქუთაისიდან კვირაში ორჯერ ხუთშაბათს და კვირას განახორციელებს.

“ვიზეარი, როგორც მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული კომპანია, მუდმივად ზრდის თავის ავიამიმართულებების ქსელს. 2018 წლის გაზაფხულიდან, ავიაკომპანია ახალ თვითმფრინავს ამატებს და ქუთაისიდან პრაღის, პარიზის, რომის და ბარსელონას მიმართულებით განახორცილებს ფრენებს. ვიზეარის დაბალბიუჯეტიანი ტარიფით, მოხერხებული დაჯავშნის სისტემითა და ბორტზე ხარისხიანი მომსახურებით, ქუთაისის აეროპორტის გავლით, ბოლო 12 თვის განმავლობაში 333 000 მგზავრმა ისარგებლა. ამით აეროპორტის საოპერაციო, სატრანსპორტო, სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიაში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.

,,სიხარულით მინდა გაცნობოთ დღეიდან ქუთაისი-ათენის მიმართულებით ფრენის დაწყების შესახებ. ამ რეგიონის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და ვეცდებით ქართველი მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად კიდევ უფრო მრავალფეროვანი მიმართულებები შემოგთავაზოთ. ახლახანს დავამატეთ ფრენები პარიზის, რომის, პრაღის და ბარსელონას მიმართულებით. ჩვენი გამოცდილი ეკიპაჟი გულწრფელად ელის ქართველ მომხმარებელს ჩვენს ახალ თვითმფრინავებში”- განაცხადა ვიზეარის კომუნიკაციების მენეჯერმა სორინა რაციმ.

ბილეთების დასაჯავშნად დარეკეთ:
მარიტა ჯანელიძე 210 88 100 10 ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ომონიაზე, კერძოდ, Inex Group Travel-ში.

 

onalem

ტესტ