fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ქურდობა თესალონიკში: სახლიდან წაღებულია 335, 000 ევრო

თესალონიკში, კერძოდ, ვრასნაში, 53 წლის ქალმა პოლიციას შეატყობინა, რომ ორმა უცნობმა მისი სახლი გაძარცვა და 335, 000 ევრო წაიღო. ყაჩაღობა გუშინ საღამოს, 23:00 საათამდე მოხდა. როგორც აღმოჩნდა, ქალმა დამნაშავეებს კარი თავად გაუღო, რადგან ეგონა, რომ ნაცნობები იყვნენ.

53 წლის ქალი ამბობს, რომ ისინი ორნი იყვნენ, სახეები დაფარული ჰქონდათ და იარაღით ემუქრებოდნენ, რათა ეთქვა, თუ სად იყო თანხა დამალული. ხოლო როცა მიაგნეს, გაურკვეველი მიმართულებით გაიჩინარდნენ.

შემთხვევას პოლიცია იძიებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამავე დღეს გაძარცვეს 52 წლის მამაკაცის სამრეწველო ობიექტი. ამ საქმეში 4 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი მანქანით გაიქცნენ, რომელიც მოგვიანებთ, კვალის დაფარვის მიზნით, დაწვეს.

onalem

ტესტ