fbpx
კრიმინალი

ქურდობა ქორწილში: სტუმარი წყვილისთვის ნაჩუქარ ფულს იპარავდა!

ქალის ქმედებები მისთვის სავალალოდ, ლარისას პოლიციის განყოფილებაში დასრულდა.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქალი, რომელიც ლარისაში ცნობილი გინეკოლოგია, ქორწილში ახლად შეუღლებული წყვილისთვის ნაჩუქარი ფულს იპარავდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ქორწილის ცერემონია სახლში გაიმართა, მისთვის ყველაფერი ბევრად მოსახერხებელი აღმოჩნდა, 45-დან 50 წლამდე ქალი სხვა სტუმრების მსგავსად დროს გართობაში არ კარგავდა, არამედ, დადიოდა და კონვერტებიდან თანხის “აგროვებას” ცდილობდა.

ყველაზე საოცარი ის არის, რომ ის ძალიან ჩქარობდა, რათა ბევრის აღება მოესწრო და თანხას ტანსაცმელში მალავდა.

საბოლოოდ, ის სტუმრებმა შენიშნეს და მაშინვე პოლიციას შეატყობინეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ის ლარისას პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ