fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ქსანთი: მამამ 18 წლის შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო

ოჯახური ტრაგედია დღეს დილით ქსანთიში დატრიალდა. 18 წლის გოგონა 49 წლის მამის მსხვერპლი გახდა. თავად მამაკაცმა კი იქვე მდებარე ტყეში თავი ჩამოიხრჩო. მას ხელები საკუთარი შვილის სისხლში ჰქონდა გასვრილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცმა შვილი მოკლა, ხოლო იმ ადგილთან ახლოს, სადაც ის ჩამომხრჩვალი იპოვეს, დატოვა შეტყობინება, რომელშიც მკვლელობის მიზეზი ეწერა. მისი განმარტებით, გოგონა იმიტომ მოკლა, რომ მას ახალგაზრდასთან ჰქონდა ურთიერთობა და მასთან ერთად მოტოციკლით დადიოდა. ეს კი მისთვის მიუღებელი იყო. ამავე ინფორმაციით, მამა-შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

კორონერმა ნიკოს კიფნიდისმა გოგონას სხეულზე, განსაკუთრებით თავის არეში, სერიოზული ჭრილობები აღმოაჩინა, რომლებიც, დიდი ალბათობით, დანით არის მიყენებული. როგორც ის აღნიშნავს, ეს არ იყო უეცარი სიკვდილი. მამამ, ფაქტობრივად, შვილი აწამა.

ამავდროულად შოკურ მდგომარეობაში არიან 18 წლის გოგონას 4 და, რომელთაც ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. როგორც ცნობილია, მათი დედა წლების წინ გარდაიცვალა, ხოლო 18 წლის გოგონა ერთადერთი იყო მათ შორის, რომელიც დაოჯახებული არ ყოფილა.

onalem

ტესტ