ქორწინება საკუთარ თავზე – მოდის ახალი ტენდენცია, რომელიც 10, 000 ევრო ჯდება!

ისურვებდით ქორწინებას საკუთარ თავზე? თუკი ასეა ეს სიამოვნება 10, 000 ევრო დაგიჯდებათ.

40 წლის იტალიელმა ქალმა სტანდარტები დაარღვია და ნაცვლად მამაკაცისა, საკუთარ თავზე დაქორწინდა. ცერემონიაში კი, რომელიც მან საკუთარ თავს მოუწყო, 10, 000 ევრო გადაიხადა.

ლაურა მესი ქორწინებაში 12 წელი იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ მარტო დარჩა… ორი წლის შემდეგ კი საკუთარ თავზე დაქორწინება გადაწყვიტა.

”თუ ჩემს ცხოვრებაში ვინმე გამოჩნდება და დამიმტკიცებს, რომ ჩვენ ერთად ცხოვრება შეგვიძლია, ჩემი პასუხი იქნება ”არა”. ჩემი ბედნიერება პარტნიორზე არ არის დამოკიდებული. ჩემი ოჯახისა და მეგობრებისთვის ნათქვამი მქონდა, რომ თუ 40 წლამდე ვერ ვიპოვიდი ადამიანს, რომელთან ერთადაც ცხოვრებას გავატარებდი, მაშინ ჩემს თავზე ვიქორწინებდი. და ასეც მოხდა,” ამბობს ლაურა, რომელმაც საკუთარ თავს სრულყოფილი ქორწილი გადაუხადა, ტორტით, კაბით, სტუმრებით და ა.შ.

ამ სახის ქორწინებას სოლოგამია ეწოდება და ხშირად ფიქსირდება ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ნიდერლანდებში.

ჩნდება კითხვა, თუკი ოდესმე ასეთი ადამიანი თავის ნამდვილ ნახევარს იპოვის, მოუწევს თუ არა განქორწინდეს საკუთარ თავთან, იმისთვის, რომ შემდეგ ისევ იქორწინოს?!

melano

ტესტ