ქორწინება 14 წლიანი ურთიერთობისა და 4 შვილის შემდეგ

14 წლიანი ურთიერთობა და 4 შვილი, ეს არის ის, რის გამოც ბერძნებს ასე უყვართ სახელგანთქმული წყვილი – საკის რუვასი და კატია ზიგული. მათ სერიოზული ნაბიჯი გადადგეს და ეკლესიურად დაქორწინება გადაწყვიტეს. ისინი არ ცნობენ ბერძნული საზოგადოების სტანდარტებს და არც ახლა მიაჩნიათ, რომ ღვთის წინაშე ფიცის დადება მათთვის დაგვიანებულია. მათი მომავალი ბედნიერი ქორწილი ტრადიციების საბოლოო პატივისცემა იქნება და რაც მთავარია, შეწყდება ჭორები მათ გარშემო.

მომავალი ღონისძიების შესახებ ბერძნულ შოუბიზნესის გამოცემებში დაიწერა, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობი რჩება. სტატიებში აღწერილია, თუ რატომ გადაწყვტეს რუვასმა და ზიგულიმ ქორწილი ეკლესიაში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა პატრიარქალური საზოგადოება და ნათესავების ზეწოლა. წყვილს სურს, რომ თავიანთი ხანგრძლივი სიყვარული ეკლესიური ქორწინებით განამტკიცოს და დღესასწაული მოუწყოს როგორც საკუთარ თავს, ასევე შვილებს, რომლებიც დიდი ხანია მშობლებს დაქორწინებას სთხოვენ.

მიუხედავად იმის, რომ წყვილს არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადებები, ჟურნალისტები თავად ეძებენ მტკიცებულებებს მომავალი ქორწილის შესახებ. ბოლო მინიშნება მისი ქერად შეღებილი თმა გახდა, რომელიც შოუ ბიზნესმა გადაწყვიტა, როგორც 4 შვილის დედის აქტიური სამზადისი მნიშვნელოვანი მოვლენისთვის. ყველა თანხმდება, რომ ახალი თმის ფერი მისთვის იდეალურია – ის უხდება მით თვალის ფერსა და თეთრ კანს. თუმცა არანაკლებ ლამაზია ის სინათლის სხივი, რომელსაც ახალგაზრდა ქალი შიგნიდან აფრქვევს.