fbpx
საბერძნეთი

ქორწილი საბერძნეთში: 5 ყველაზე რომანტიული და მდიდრული ნომერი ახალდაქორწინებულთათვის

ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის, ქორწილისთვის მზადება დიდ შფოთვასთან და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, ხოლო კარგად დაგეგმილი თაფლობის თვე დასვენების საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ, წარმოგიდგენთ 5 საუკეთესო სასტუმროს ახალდაქორწინებულთათვის:

”Astra Suites” – კუნძული სანტორინი

ამ სასტუმროდან იშლება უნიკალური ხედები. მსოფლიოს 25 საუკეთესო სასტუმროს შორის ის აღიარებულია, როგორც ყველაზე რომანტიული ადგილი ახალდაქორწინებულთათვის. ”Astra Suites”-ს მოგებული აქვს ჯილდო 2016 წელს, საუკეთესო მომსახურების გაწევაში.

”Blue Dream Palace” – კუნძული თასოსი

სასტუმრო კუნძულის საუკეთესო რეგიონში, ტრიპიტის სანაპიროზე მდებარეობს. ის ცნობილია თავისი უნიკალური მომსახურებით, სამზარეულოთი და დასვენების სერვისით. აქ შეგიძლიათ დაუვიწყარი დრო გაატაროთ ზაფხულში ან თაფლობის თვეში.

”Casa Delfino” – ხანია, კრეტა

ეს სასტუმრო მე-17 საუკუნეში ვენეციური ვილა იყო, რომელიც დელფინოს ოჯახს ეკუთვნოდა. მას შემდეგ ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები, რათა დეტალურად წარმოეჩინათ ისტორიული შენობის სახე.

”Delfino Blue”- კერკირა (კორფუ)

წარმოიდგინეთ რომანტიული საღამო აგიოს სტეფანოს სანაპიროზე: ფერადი ჰორიზონტი, მზის ფორთოხლისფერი სხივები და ამ ყველაფერს პლუს მდიდრული ნომერი სასტუმრო ”Delfino Blue”-ში.

”King George a Luxury Collection” –  ათენი

ქალაქის ცენტრში მდებარეობს მომხიბვლელი სასტუმრო-ბუტიკი. აქ ყველა დეტალს ფუფუნება, ელეგანტურობა და 30-იანი წლების თანამედროვე არქიტექტურა აერთიანებს.

onalem

ტესტ