fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ქირურგი თავის ჩვენებას ცვლის: ”მე ის ხელებში ჩამაკვდა”

ქირურგი, რომელსაც ბრალად 36 წლის დიანა ბერიძის მკვლელობა ედება, აღიარებს, რომ ქალის სიკვდილის მიზეზი სამედიცინო შეცდომა იყო.

აქამდე ექიმი ამტკიცებდა, რომ იმ დღეს პაციენტს საერთოდ არც კი შეხვედრია. გარდაცვლილის დნმ, რომელიც ქირურგის მანქანაში იპოვეს, ამტკიცებდა მის მკვლელობაში მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ 26 აპრილს დიანა ბერიძემ თესალონიკის ერთ-ერთ საავადმყოფოს მიკროქიურგიული ოპერაციისთვის მიმართა. ოპერაციის დასრულების შემდეგ, ის აღარავის უნახავს. 9 დღის შემდეგ კი, სამართალდამცავებმა ახალგაზრდა ქალის გვამი ხალკიდიკის ერთ-ერთი მდინარის სანაპიროზე იპოვეს. ოჯახის ინფორმაციით, დიანა ბერიძის სიკვდილის მიზეზი ანესთეზიის გადაჭარბებული დოზა გახდა.

ბერძნული მედიის მიხედვით, ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ჩადო 38 წლის ქირურგმა საკუთარ მანქანაში ქალის გვამი 23:00 საათზე და ხალკიდიკის მიმართულებით, ერთ-ერთ სოფელში წავიდა, სადაც ის მდინარეში გადააგდო.

ოჯახი ამბობს, რომ სხეული დანაწევრებული იყო და ზოგიერთი ნაწილის დაკრძალვაც კი ვერ მოახერხეს, საგამოძიებო პროცედურების გამო.

მათი თქმით, გამოძიება ასევე მიმდინარეობს სხვა ექიმების ორგანოებით ვაჭრობაში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ბერიძემ საქართველო ოჯახთან ერთად 6 წლის წინ დატოვა. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავდა.

გამოძიების მსვლელობისას, ექიმმა შეცვალა თავისი ჩვენება და განაცხადა, რომ არა მხოლოდ ნახა, არამედ პაციენტს ოპერაციაც გაუკეთა. მისი თქმით, სიკვდილის მიზეზი სამეციდინო შეცდომა გახდა და ის ხელებში ჩააკვდა.

ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით კი, ანესთეზიის დოზა ნორმალური იყო და მის კლიენტს უბრალოდ არ ესმის, თუ რატომ გარდაიცვალა ქალი. არ არსებობდა მკვლელობის არანაირი მოტივი, ეს უბედური შემთხვევა იყო და არც რაიმე მტკიცებულება არსებობს, რომელიც განზრახ მკვლელობას დაადასტურებს.

ქირურგის წინააღმდეგ ჩვენება მისმა კოლეგამაც მისცა, რომელიც სალონიკში იპოკრატიოს საავადმყოფოში მუშაობს. მან თქვა, რომ დაინახა, თუ როგორ დებდა ექიმი მანქანაში შეფუთვას, რომელშიც სავარაუდოდ ქალის სხეულის ნაწილები იყო მოთავსებული.

ექიმის ბრალეულობას ასევე მიუთითებს ფაქტი, რომ ქართველი ემიგრანტის სიკვდილის დღეს მან მანქანა ორჯერ გარეცხა. თუმცა, მისი თქმით ეს უბრალოდ მისი ჩვევაა და მანქანას ისედაც რეგულარულად რეცხავდა, სისუფთავის მიზნით.

კითხვაზე, თუ რატომ გარეცხა მან მხოლოდ მანქანის სალონი, უპასუხა, რომ გარედან მას არ სჭირდებოდა გაწმენდა. თუმცა, ეს ჩვენება ცრუ აღმოჩნდა და პირველი ნაბიჯი გადადგმულია. ქირურგმა აღიარა, რომ დიანა ბერიძე ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ახლა გასარკვევია საკითხი, რატომ ცდილობდა ექიმი გვამის მოშორებას, თუ სიკვდილი მხოლოდ სამედიცინო შეცდომამ გამოიწვია.

onalem

ტესტ