fbpx
საზოგადოება

ქერა ფეისბუქზე: ბერძენი კინო მსახიობი თანამემამულეებს უაზრო არსებობისთვიას აკრიტიკებს

ჯულია ალექსანდრატუ – მომღერალი, მოდელი და მსახიობი, დიდი ხანია საბერძნეთში აღარ ცხოვრობს, თუმცა არ კარგავს სამშობლოსთან კონტაქტს და თანამემამულეებს გულშემატკივრობს. ასევე, აქტიურად აზიარებს პირად ფოტოებს სოციალურ ქსელში.

თავდაპირველად ინტერნეტში ვნახულობდით ალექსანდრატუს ბედნიერ ქორწინებას ავსტრიაში, შემდეგ ის განქორწინდა და ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. ახლა, როგორც ჩანს მისი თვალები ისევ ბრწყინავენ. ის ბრიტანულმა მამაკაცებისთვის განკუთვნილმა ჟურნალმა “Esquire” ფოტოსესიისთვის მიიწვია და ის ოჯახური ცხოვრების შემდეგ, როგორც ჩანს, კარგად ირგებს მაცდური ქალის იმიჯს.

კვირის ბოლოს ჯულია საბერძნეთში შეასრულებს Live-შოუს. ის ახლა არის ქალი, რომელიც მარტო ცხოვრობს და საკუთარი მომავლის შექმნა თავად უწევს.


რაც შეეხება მის ფილოსოფიას. რამდენიმე დღის წინ ალექსანდრატუმ საკუთარ გვერდზე დამცინავი მიმართვა გამოქვეყნა მათი მისამართით, ვინც მხოლოდ შამპანურის საღამოებზე დადის, იმისთვის, რომ შემდეგ ეს ყვეალფერი სოციალურ ქსელებში ატვირთოს: ”ნამდვილად ფიქრობენ, რომ ისინი რაიმე მნიშვნელოვანს აკეთებენ? ერთი და იგივე ყველა ჯერზე. ასეთი ცხოვრება ხომ უბრალოდ უაზრობაა.”

დაუნდობელი აუდიტორიისგან მის სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგს უკვირდა, თუ რატომ ახსენა ჯულიამ მაინც და მაინც შამპანური, ზოგმა კი ეს ყველაფერი მის ქერა თმას მიაწერა. მათი აზრით, ალექსანდრატუ იმ ტიპის ”ვარსკვლავია”, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახლანდელი ახალგაზრდების ცხოვრება უაზრობაა.

onalem

ტესტ