fbpx
საზოგადოება

ქართველი მომღერალი ნათია თოდუა გერმანული “Voice”-ს გამარჯვებულია

ქართველი მომღერალი ნათია თოდუა გერმანული “Voice”-ს გამარჯვებულია  – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ამ წუთებში ავრცელებს.

“გილოცავთ! ნათია თოდუა გერმანული Voice- ის The Voice of Germany გამარჯვებულია!” – წერია კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ  ნათია თოდუა 21 წლისაა. მის გერმანულ “ახალ ხმაში” გამოჩენას ჟიურის წევრებისა და საქართველოს აღფრთოვანება მოჰყვა. ნათია თოდუა ბავშვობიდან მღერის, საკუთარი ძალები ქართულ “იქს ფაქტორში” სცადა, მაგრამ არ გაუმართლა, შემდეგ იყო უკრაინული “ახალი ხმა”… როცა მიხვდა, რომ საკუთარი მიზნების ასრულებას პატარა ქვეყნებში ვერ შეძლებდა, საქართველო დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა, გაუმართლა, მან “იქს ფაქტორის” ჟიურის წევრების მოხიბვლა რამდენიმე წამში შეძლო.

იხილეთ ვიდეო:

https://www.facebook.com/mishoworld/videos/1967130213315335/

onalem

ტესტ