fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ქართველი ემიგრანტის შვილებს საბერძნეთის ბიუროკრატიული სისტემა ქვეყნიდან ყრის

დაუჯერებელი, თუმცა რეალური ფაქტი – მაკედონია-თრაკის საჯარო უწყება ქართველი ქალის 2 შვილს, რომელიც ბერძენმა ექიმმა მოკლა, ბინადრობის ნებართვას აღარ უგრძელებს და შესაბამისად, იძულებული არიან ქვეყანა დატოვონ.

დღეს დიანა ბერიძის ორი შვილი, რომელიც ქალს წინა ქორწინებიდან ჰყავდა, თესალონიკში, ბებიასთან და მამინაცვალთან ერთად ცხოვრობს. ცნობილია, რომ დიანას მეუღლემ, რომელიც ბერძენია, განაცხადა, რომ ის არასოდეს განასხვავებდა დიანას 2 შვილს საკუთარისგან და ისინი მათ საერთო შვილებად მიაჩნდა.

დიანას მკვლელობა ტრაგიკული ისტორიაა, რომელმაც მთელი საბერძნეთი შოკში ჩააგდო და ამავდროულად სამუდამო ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენა მის შვილებს.. . თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ოჯახის ადვოკატი ამბობს: “სიტყვები არ მყოფნის. საბერძნეთის მთავრობა თავის საშინელ სახეს აჩვენებს ამ ბავშვებს. ბავშვებს, რომლებიც აქ გაიზარდნენ, აქ დადიან სკოლაში, მათ დას (ბერძენი ქმრისგან) საბერძნეთის მოქალაქეობა აქვს, მამინაცვალი კი ბერძენი ყავთ. ახლა კი რას ვხედავთ? საბერძნეთის მთავრობა მათ ისე უყურებს, თითქოს კრიმინალები იყვნენ. მთავრობა მათ ხელს უნდა უწყობდეს ამ ტრაგიკული დასასრულის შემდეგ, დღეს კი ასე ექცევიან!”.  

ბავშვების პრობლემა მაქსიმალურად უნდა გახმაურდეს, რათა ამ საკითხს რაიმე სახის რეაგირება მოჰყვეს საბერძნეთისა და საქართველოს მთავრობების წარმომადგენლებისგან.

ბერძნული წყარო: http://www.protothema.gr/greece/article/700601/paralogismos-anakalesan-tin-adeia-paramonis-tis-mesitrias-pou-dolofonithike-apo-ton-aggeioheirourgo/

onalem

ტესტ