ქართველი ემიგრანტი გოგონას წარმატება ბერძნულ The Voice-ში.

წელს ბერძნული The Voice საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გოგონას, მომღერალ თეონი ნაცვლიშვილის წარმატებული გამოსვლით დაიწყო. თეონი ნაცვლიშვილი უკვე რამდენიმე წელია ათენში ცხოვრობს და აქვე იღებს მუსიკალურ განათლებას.
მის მიერ შესრულებულ ინგლისურენოვან სიმღერაზე ,,ONE NIGHT ONLY „ -ზე მწვრთნელები, ცნობილი ბერძენი მომღერალი, ევროვიზიის გამარჯვებული ელენი პაპარიზუ და პანოს მუზურაკისი შემოტრიალდნენ, თეონის მონაცემებით მოხიბლული ბერძნული შოუბიზნესის ვარსკვლავები თეონის გადაწყვეტილების მოლოდინში თუ ვის გუნდში ყოფნას აირჩევდა ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ფეხზე წამომდგარი და ხელგაშლილები ელოდებოდნენ. ( ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით) .
თეონიმ არჩევანის გამოცხადებამდე პროექტში მონაწილე ასევე ცნობილი მომღერლის და მწვრთნელის თხოვნით ქართული ,,თბილისო“ -ს ნაწყვეტიც შეასრულა და მთელს საბერძნეთს, პირდაპირ ეთერში მოასმენინა ქართული ჰანგები.
წელს ბერზნულ The Voice -ში ქართველი მომღერალი, საკუთარი გადაწყვეტილებით ელენი პაპარიზუს გუნში იქნება.

ΘΕΩΝΗ ΝΑΤΣΒΛΙΣΒΙΛΙ – #TEAMHELENAΗ Θεώνη Νατσβλισβίλι δυστυχώς άφησε άδεια την αγκαλιά του Panos Mouzourakis _ Πάνος Μουζουράκης (official)! #Congrats Helena Paparizou! #TeamHelena

Posted by The Voice of Greece on Thursday, 17 November 2016