fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ქართველი დედა-შვილის პატარა ისტორია: შეხვედრა 2 წლის შემდეგ

ხომ გახსოვთ ვიდეო ათენის აეროპორტიდან, რომელიც გუშინ გავავრცელეთ. დედა-შვილი 2 წლიანი განშორების შემდეგ ერთმანეთს ისევ შეხვდა.

ემიგრანტი დედა 30 წლის გრუნია გაბუნიაა, რომელიც ბაღდათის რაიონში, სოფელ როხში დაიბადა. იქ 8 წლამდე ცხოვრობდა, შემდეგ კი საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა, რადგან მისი დედა საბერძნეთში წამოვიდა. 14 წლამდე მამიდა ზრდიდა, შემდეგ კი ძმასთან ერთად დედამ საბერძნეთში წამიყვანა. მათი ცხოვრება თითქოს იდეალური იყო, თუმცა, 19 წლის ასაკში საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან სამშობლო და ნათესავები ძალიან ენატრებოდა, განსაკუთრებით კი მამა.

დაბრუნებისთანავე ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში, საბანკო საფინანსო ფაკულტეტზე ჩააბარა და პარალელურად ბუღალტერიის კურსებიც გაიარა. 22 წლის ასაკში დაოჯახდა და მის ცხოვრებაში ახლი აზრი, მისი შვილი, მარიამი გაჩნდა. შემდეგ დასაქმდა სააქციო საზოგადოებაში “ერთიანი კაპიტალი”, სადაც თითქმის 1 წელი იმუშავა.

სამწუხაროდ, საქართველოში არსებული პირობების და დაბალი ხელფასის გამო სამსახურიდან წამოვიდა და საბერძნეთში დაბრუნება გადაწყვიტა, იმ იმედით, რომ შვილს და მეუღლესაც წამოიყვანდა. მათი სიშორე 2 წლის მანძილზე გაგრძელდა და ეს 2 წელი მისთვის 200-ს უდრიდა.

“ვიცი ბევრ დედას თავისი შვილი 5-10 წელი არ უნახავს, მაგრამ ჩემთვის ეს 2 წელიც საშინელება იყო. მარიამი 5 წლის იყო როცა დავტოვე და მას მამა და დეიდა ზრდიდნენ. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს, რომ ჩემი შვილისთვის ამხელა შრომა გასწიეს,” ამბობს გრუნია.

ახლა კი დადგა დრო, როცა მან თავისი შვილი საბერძნეთში ჩამოიყვანა არა მხოლოდ იმისთვის, რომ ერთად იყვნენ, არამედ იმისთვისაც, რომ მარიამმა აქ უკეთესი განათლება მიიღოს. ის თავისი გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია. მისი ოჯახი მის გვერდითაა.

გრუნია დიდ მადლობას უხდის თავის ბერძენ მეგობრებს, ნათესავებს, განსაკუთრებით კი დედას, რომელიც მუდამ მხარში უდგას და ამხნევებს. მისი თქმით, ის მისთვის გმირი დედაა.

onalem

ტესტ