ათენში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა ბერძენ დაზარალებულებს
ათენში მიმდინარე საქველმოქმედო აქციებს ხანძრის მიერ დაზარალებულთა დასხმარებლად შეუერთდა ქართველ და ბერძენ სტუდენტთა ასოციაცია, რის გამოც, გუშინ დილის 11 საათიდან საღამოს 7 საათამდე ვიქტორიას მოედანზე არსებული ქართული სახლის შტაბში მიმდინარეობდა პირველადი მოხმარების ნივთების შეგროვება ქართველი ემიგრანტების მხრიდან.
შეგროვებული პროდუქტი ასოციაციის წევრებმა საღამოს რაფინას სპორტულ დარბაზში ჩაიტანეს.
ადგილზე ჩასულები შეხვდნენ დაზარალებულებს, გაესაუბრნენ მათ და არსებული სიტუაციის უახლესი ინფორმაციით მიიღეს მონაწილეობა აჭარის ტელევიზიის გადაცემაში. მათ თოქ-შოუ ”ჰეშთეგის” პირდაპირ ეთერში ისაუბრეს ადგილობრივების პრობლემებსა და სახელმწიფოს მხრიდან მათ დასახმარებლად გადადგმული ნაბიჯების შესახებ.