fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ქართველ ემიგრანტს ათენში, ონკოლოგიურ საავადმყოფოში, დახმარება ესაჭიროება

“ათენის ემიგრანტებო: ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა ჩემი ერთი მეგობარი, რომელსაც ბებო უწევს სავადმყოფოში და იმ სავადმყოფოს მედდამ ჰკითხა საიდან ხარო. როცა უპასუხა ქართველი ვარო, სთხოვეს გამოგვყევით, ერთი ქართველი წევს აქ, რომელთანაც უენობის გამო ვერ ამყარებენ ურთიერთობას. ეს ადამიანი 47 წლის სოხუმელი გიორგი კვარაცხელიაა.

სრულიად მარტოა ამ ქვეყანაში და სჭირდება ჩვენი გვერდით დგომა, იქ, სადაც და ვისაც როგორც შეგეძლებათ,, დღეს ანალიზები აუღეს და უფულობის გამო საწოლზევე დაუტოვეს, მოვიდეს ვინმე შენიანი და წაიღოს იმან და ჩააბაროს ეგ სისხლიო, არც არავინ ჰყავს აქ და არც თანხა აქვს ანალიზებიც რომ გაიკეთოს. ეს ადამიანი წევს კიფისიაში, ონკოლოგიურ სავადმყოფოში “აგიო ანარგირო”, პათოლოგიურ განყოფილებაში, მე-2 სართულზე, ოთახი 236/

გიორგის ამ ნომერზე დაუკავშირდებით 6985764448.

ღმერთი ჩვენსკენ ქართველობო, ნუ მივატოვებთ ერთმანეთს უყურადღებოდ ამ უცხო ქვეყანაში … მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს, ძალა ხომ ერთობაშია…. გიორგის სჭირდება თანხა ანალიზებისთვის 300-400 ევრომდე, როგორც გიორგიმ თქვა, დიაგნოზის დადგენაში” ,  წერს სოციალურ ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

onalem

ტესტ