ქართული უნივერსიტეტების პოზიციები მსოფლიოს უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგებში

Webometrics (Ranking Web of World Universities ) მსოფლიოს უმაღლესი სასწავლებლების რანჟირებას 2004 წლიდან, ახორციელებს. ეს რეიტინგი ითვალისწინებს გლობალურ ქსელში არსებულ არა მარტო ფორმალურ (ელექტრონული ჟურნალები, საცავები), არამედ არაფორმალურ სამეცნიერო კომუნიკაციასაც. პროექტს ახორციელებს ესპანეთის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს (Spanish National Research Council, CSIC) კიბერმეტრიკსის ლაბორატორია (Cybermetrics Lab).

ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც გამოიყენება რეიტინგის დასადგენად ინტერნეტში უნივერსიტეტის ხილვადობაა (visibility). აღნიშნული კრიტერიუმის გაზომვა ხდება იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ხშირად გამოიყენება უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, ასევე ყურადღება ექცევა მისი ლექტორებისა და პროფესორების აქტივობასაც.

რეიტინგისის შედგენისას ასევე გათვალისწინებულია ვებ-გვერდზე განთავსებული სამეცნიერო სტატიების და მათი ციტირების რაოდენობა.

პროექტი არ ახდენს სასწავლებლების ინსტიტუციური ტიპის კლასიფიკაციას. რეიტინგში შედიან როგორც კვლევითი უნივერსიტეტები, ასევე პროფესიული სასწავლებლები.

რეიტინგის ბოლო განახლების მიხედვით ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოში 739-ე ადგილს იკავებს, კონტინენტზე 291-ს, ხოლო ქვეყანაში კი პირველს.
unierti
uniori
unisami

melano

ტესტ