ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ამსახველი მხატვრული ფილმის, “ჰელადოს”-ის ჩვენება თესალონიკში

2018 წლის 4 დეკემბერს, თესალონიკის ამბელოკიპი-მენემენის მერიის საკონცერტო დარბაზში, საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ლიკა ჯანელიძის ინიციატივით გაიმართა ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ამსახველი, ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილ, ბერძნულ ენაზე ტიტირირებული მხატვრული ფილმის ,,ჰელადოს,,-ის ჩვენება.

ჩვენებას დაინტერესებული ჯგუფის გარდა, ესწრებოდნენ ამბელოკიპი-მენემენის მერის მოადგილეები ქალბატონი მარია აპოსტოლიდუ (ეკონომიკური საკითხები) და პავლოს კესოღლუ (კულტურის საკითხები), ასევე საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი და თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გავრილ ავრამიდისი.

ჩვენებამდე გაიმართა საქართველოს ზამთრის კურორტების საიმიჯო კლიპის ჩვენებაც. ფილმის ჩვენებას ემოციური ფონის გარეშე არ ჩაუვლია და თითქმის ყველამ, ჩვენებაზე მოსულმა, აღნიშნა ეს ფაქტი.ასევე საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლიკა ჯანელიძე შეხვედრა გენერალურ კონსულს თესალონიკში ბ-ნ მუხრან გულაღაშვილს.

melano

ტესტ