fbpx
საბერძნეთი

ქაოსი ათენში: მეტროს გაფიცვამ ტრანსპორტის მოძრაობა გაართულა

დღეს ათენის მაცხოვრებლები რთული დღისთვის მზად უნდა იყვნენ. მეტროს თანამშრომელთა მიერ გამოცხადებული, 24 საათიანი გაფიცვის გამო, ქალაქში ტრანსპორტის გადაადგილება მკვეთრად გართულებულია.

ავტობუსები, ტროლეიბუსები, ტრამვაი და ელექტრო მატარებელი მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში. თუმცა, გზებზე მანქანების სიჭარბის გამო, საცობები შეიქმნა.

საგზაო პოლიციის ინფორმაციით, გრძელი საცობები შეინიშნება კიფისიის, ვალისისის სოფიას, პეტრუ რალის გამზირებზე. ასევე, მესოგეონის, კატეხაკისა და ალექსანდრას გამზირებზე.

onalem

ტესტ