fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ქალთა კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც საბერძნეთში მაღაზიებს ძარცვავს

ლამიაში მაღაზიების მფლობელები პოლიციისგან დაუყოვნებლივ ჩარევას ითხოვენ.

ქალთა დაჯგუფება, რომელიც, სავარაუდოდ, ბულგარეთის მოქალაქეებისგან შედგება, შედის მაღაზიებში და იპარავს ყველაფერს, რისი მოპარვაც კი შეიძლება: ძვირფასეულობა, ფული, ტანსაცმელი და პროდუქტიც კი.

საჩივრები პოლიციაში მაღაზიების მფლობელებისა და გამყიდველებისგან შევიდა. ხალხი სასოწარკვეთილია და პოლიციისგან დაცვას ითხოვს, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ უცნობი ქურდები ძალიან მოუხელთებლები და ჭკვიანები არიან და შეუძლიათ მთელი ლამიის ბაზრის განადგურება.

როგორ მოქმედებენ ისინი

თავდაპირველად, ყველაზე მომხიბვლელი გარეგნობის გოგონა შედის მაღაზიაში და პატრონს რაიმე ტანსაცმლის გამოტანას სთხოვს, ცდილობს ისინი რაც შეიძლება მოშორებით იყვნენ სალაროსგან.

სანამ ის მეპატრონის ყურადღების გადატანით არის დაკავებული, დანარჩენი ორი მძარცველი მაღაზიიდან იპარავს ყველაფერს, რაც კი ხელში მოხვდებათ: ჩანთებს, საფულეებს, ტანსაცმელს და ა.შ. შემდეგ კი უკანმოუხედავად გარბიან.

ისინი კამერებმა დააფიქსირა.

რამდენიმე დღის წინ მათ თანხა მაღაზიის მფლობელის ჩანთიდან მოიპარეს. ეს ყველაფერი ლამიის ცენტრში. მოპირდაპირე ქუჩის კამერამ დააფიქსირა, როგორ ტოვებდნენ ისინი ქურდობის ადგილს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი წითელი ფურგონით გადაადგილდებიან.

onalem

ტესტ