fbpx
საზოგადოება

ქალი, რომელსაც 3 თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, ბერძენმა მეცნიერმა გადაარჩინა

ნიკოლაოს ზახარაკისი მეცნიერია, რომელმაც ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში, მკვლევართა ჯგუფთან ერთად, მოახერხა და სიმსივნის დასამარცხებლად მკურნალობის ახალი მეთოდი შეიმუშავა.

მკურნალობის სწორედ ეს მეთოდი დაეხმარა 49 წლის ქალს, რომელსაც მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა, საქმე რთულად იყო. საოცარი ის არის, რომ სიმსივნე უკვე მეოთხე სტადიაზე იყო განვითარებული და უთხრეს, რომ მას მხოლოდ სამი თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.

ქალმა მკურნალობა დაიწყო და 2 წლის შემდეგ, ის კიბოსგან მთლიანად თავისუფალია. მის სხეულში ავთვისებიანი სიმსივნის არცერთი მეტასტაზი აღარ არსებობს.

ზახარაკისი და მისი კოლეგები დაუღალავად მუშაობდნენ მილიონობით იმუნური უჯრედის წარმოსაქმნელად, რომლებიც შემდეგ პაციენტის სისხლში გადაიყვანეს. სწორედ ამან იხსნა ქალი, რომელიც სიკვდილს ელოდა.

“ჩვენ ვიცნობთ მტერს და ვცდილობთ ვიპოვოთ საუკეთესო გზა მის დასამარცხებლად,” განაცხადა ზახარაკისმა ტელეკომპანია ANT1-თან.

38 წლის მეცნიერი პატრასში დაიბადა და გაიზარდა. სწორედ იქ დაამთავრა ქიმიის ფაკულტეტი, რის შემდეგაც ფილადელფიაში წავიდა და მონაწილეობდა კვლევებში სხვადასხვა იშვიათ დაავადებასთან დაკავშირებით.

ის ამერიკის ჯანდაცვის ინსტიტუტში 2015 წლის შემდეგ მუშაობს.

 

onalem

ტესტ