fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ქალი რესტორანში სველ იატაკზე წაიქცა და მეპატრონეს უჩივლა

2014 წლის 23 მაისი მარგარიტასთვის ჩვეულებრივი დღე ჩანდა. ის თავის ვაჟთან ერთად ათენის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში შევიდა. ისინი მაგიდასთან დასხდნენ და კერძები შეუკვეთეს. შემდეგ ქალმა საპირფარეშოში გასვლა მოისურვა.

სულ ცოტა ხანში , როდესაც ის მაგიდასთან ბრუნდებოდა, დერეფანში სველ იატაკზე ფეხი დაუცდა და დაეცა. მისი შვილი დასახმარებლად სწრაფად მივიდა და აღმოაჩინა, რომ ეს ყველაფერი სისველის ბრალი იყო. მათ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და ქალი საავადმყოფოში მარჯვენა ხელის სერიოზული დაზიანებით გადაიყვანეს.

როგორც აღმოჩნდა, რესტორნის ერთ-ერთმა დამლაგებელმა იატაკი მანამდე მოწმინდა, ვიდრე ქალი საპირფარეშოდან გამოვიდოდა. მან ვერ გაითვალისწინა, რომ კლიენტებისთვის სველი იატაკი სახიფათო იქნებოდა. ადგილზე არ იდგა არც გამაფრთხილებელი ნიშანი.

სწორედ ამიტომ დაზარალებულმა გადაწყვიტა მეპატრონისთვის ეჩივლა და სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა კიდეც. ლოგიკურად, მომხმარებლის უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია დაწესებულების მფლობელზე.

საბოლოო ჯამში, რესტორნის მფლობელმა ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის ქალს კომპენსაციის სახით 1.834,40 ევრო გადაუხადა.

onalem

ტესტ