fbpx
საზოგადოება

ქალი ახალშობილითა და კიდევ ერთი 14 თვის შვილით აბსოლუტურ სიღატაკეში ცხოვრობს

უკიდურესი გაჭირვება და სიღატაკე: ქალი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იმშობიარა, 11 დღის ახალშობილითა და კიდევ ერთი 14 თვის ბავშვით, ცხოვრობს სახლში, რომელშიც არ არსებობს ელექტრო ენერგია და ცხელი წყალი. ეს ყველაფერი კუნძულ ლესვოსზე ხდება. ბავშვებს არ ჰყავთ მამა და არ აქვთ არანაირი სოციალური დახმარება. ეს არის შემთხვევა, რომლისაც ევროპას უნდა რცხვენოდეს.

ადგილობრივი გაზეთი Empros მოუწოდებს ადამიანებს, დაეხმარონ ოჯახს.

მათ სჭირდებათ რძე, საჭმელი, ტანსაცმელი… ზოგადად არსებობა.

მათ სჭირდებათ ყველაფერი, რისი შეთავაზებაც ხალხს შეუძლია. დედა 22 წლის გოგონაა.

ისინი ცხოვრობენ ქოხში, რომელიც გოგონას ბიძის საკუთრებაა და ისიც ამავე ქოხში ცხოვრობს.

მათი საცხოვრებლის ინტერიერი ბავშვის ორი ნათხოვარი საწოლით და ელექტრო ღუმელით შემოიფარგლება, რომელიც მთელ ოთახის სივრცეს იკავებს. ოთახი ძალიან ნესტიანია.

დედას მხოლოდ ორჯერ შეუძლია ბავშვის საფენების გამოცვლა, რადგან არ აქვს საკმარისი რაოდენობა. მან არც კი იცის, ვის მიმართოს დახმარებისთვის. როდესაც მან სახელმწიფოს სოციალური დახმარებისთვის მიაკითხა, მათ განუცხადეს, რომ განაცხადის გაკეთების ვადები უკვე ამოწურული იყო და ვერაფრით დაეხმარებოდნენ.

onalem

ტესტ