„ქალბატონო ელენე, თქვენ სამარცხვინოდ დამარცხდით ვაკის მაჟორიტარულ ოლქში და შესაბამისად არ გაქვთ ამომრჩევლის ნდობა!“

246417პარლამენტის ყოფილი წევრი მეგი გოცირიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატის ელენე ხოსტარიას „ფეისბუქის“ სტატუსს გამოეხმაურა, სადაც ხოშტარია წერს, რომ პარტიის წევრები პარლამენტში უნდა შევიდნენ.

„ქალბატონო ელენე, თქვენ სამარცხვინოდ დამარცხდით ვაკის მაჟორიტარულ ოლქში და შესაბამისად არ გაქვთ ამომრჩევლის ნდობა! თქვენ არ გაქვთ უფლება, როგორც მიშასთან გამიჯნულს, რომ მიშას პარტიისთვის მიცემული ხმებით აღებული მანდატი გამოიყენოთ თქვენს სასარგებლოდ და ივანიშვილს გაუპრავოთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნები! საინტერსოა ვისი ხმა უნდა იყოთ პარლამენტში?!“,- წერს გოცირიძე.