fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ქალაქ ვოლოსში, მოხუცს 1.3 მილიონი ევრო სახლიდან მოპარეს და გაუჩინარდნენ

საბერძნეთი: ქალაქ ვოლოსში, მოხუცს 1.3 მილიონი ევრო სახლიდან მოპარეს და გაუჩინარდნენ

ქურდები გაუჩინარდნენ – ხნიერი მამაკაცის თქმით, მას სახლი გაუტერეხეს და 1.3 მილიონი ევრო მოპარეს.

ეს ყველაფერი ახალი წლის ღამეს მოხდა. ჩანს რომ ქურდები მას უთვალთვალებდნენ და როდესაც სახლიდან გასული იყო, იპოვეს შანსი და სახლშიც შევიდნენ.

ნიკოლას დელიგეორგის ცნობილია მისი საქველმოქმედო საქმეებიდან გამომდინარე. ქურდობის დღეს, ის ათენში მის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, თანხა ჯამში 1.300.300 ევროა. არა მარტო ეს, ქურდებმა 400 ოქროს გირვანქაც იპოვეს და წაიღეს.

საბერძნეთის პოლიცია ჩართულია საქმეში და ქურდებს ეძებენ. მათ ხელში აქვთ კამერების ჩანაწერები და ვარაუდობენ რომ მათი დაჭერა დროის ფაქტორია.