პუტინის მომლოცველობა ათონის მთაზე

ათონის მთაზე იმყოფება ვლადიმირ პუტინი დღის 2–საათის შემდეგ. დილით რუსეთის პრეზიდენტი ათენიდან თესალონიკში გადაფრინდა, სადაც, საერთაშორისო აეროპორტ “მაკედონიაში”, მას საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოს კოძიასი დახვდა.

7F769F80B05C89E5CFF8742FA1AA6199
შემდეგში, მსუბუქ/ავტომანქანიანი ესკორტით გაეშურა ტრიპიტისკენ (ხალკიდიკი), პორტო–დაფნიში გადაჯდა კატერზე და ისე მიაღწია ათონის მთის კარიესამდე.

putin_ag
იქ უკვე პუტინს საბერძნეთის პრეზიდენტი, პროკოპის პავლოპულოსი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იანის ამანატიდისი დახვდნენ, ათონის მთის განმგებელის, უხუცესი პავლეს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლის, მილიტუს პატრიარქის, აპოსტოლოსთან და ათონის მთის სამოქალაქო დირექტორის, არისტოს კოზმიმოღლუს თანდასწრებით.

agion_oros
მიღებული თავდაცვის ზომები გიგანტურია, ათონის მთის გასავლელი მონაკვეთების გასწვრივ, პოლიციის დიდი ძალების ჩართვით და ყველაფრის დეტალური კონტროლით.

newego_LARGE_t_1101_54683366_type13145
კარიესში სამადლობელი ლოცვა–კურთხევის აღვლენის შემდეგ, პუტინი წმინდა პანტელეიმონის (რუსულ) მონასტერს მოინახულებს, რითაც დამთავრდება მისი მომლოცველობა ათონის მთაზე.
◘————————————————————————————–
აღსანიშნავია, რომ ალექსის ციპრასთან გუშინდელ შეხვედრაზე პუტინმა ხაზი გაუსვა, რუმინეთში ბალისტიკური რაკეტების განლაგების გამო, ევროპის მშვიდობისათვის საფრთხის შექმნას და პოლონეთში, NATO–ს და აშშ–ს მხრიდან, ანალოგიური, თითქოსდა ირანისგან თავდაცვითი, სისტემების განლაგების შემთხვევაში, დაუყოვნებლივი რეაგირებით დაიმუქრა რუსეთის მხრიდან, ირონიულად დაუმატა რა, რომ ირანის პრობლემა, ერთობლივი მოლაპარაკების შემდეგ, აღარ არსებობს.

putin-agiooros