fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

პროკურორის დასკვნა: ”38 წლის ექიმს ქართველი ქალის მკვლელობა განზრახული ჰქონდა”

მას დანაშაულის დაფარვა უნდოდა, ვინაიდან იპოკრატიოს საავადმყოფოს სხვა ექიმებს დახმარება არ სთხოვა.

36 წლის ქართველი ქალის მკვლელობიდან 6 თვე გავიდა. ქირურგი, რომელმაც სამი შვილის დედის სიცოცხლე იმსხვერპლა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაასამართლა და დამნაშავეს სცნეს. დასკვნა ასეთია: წინასწარ განზრახული მკვლელობა საანესთეზიო საშუალებით.

პროკურორის პირველი ინსტანციის განცხადებით, ბრალდებულს შეეძლო მიემართა სხვა სპეციალისტებისთვის, რათა პაციენტის სიკვდილი თავიდან აეცილებინა, თუმცა, ამის ნაცვლად მან დანაშაულის დაფარვა სცადა და ქალის გვამი გადამალა.

ყველაფერი 26 აპრილს დაიწყო, როდესაც 36 წლის ქართველი ქალი იპოკრატიოს საავადმყოფოში ვარიკოზული ვენების პრობლემით მივიდა. ის ქირურგს შეხვდა, რომელმაც განცალკევებულ ოთახში შეიყვანა და ფენტალინის დიდი დოზა გაუკეთა (დაახლოებით 100-ჯერ ძლიერმოქმედი, ვიდრე მორფინი). შედეგად ქალს სუნთქვის პრობლემები შეექმნა და გული გაუჩერდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. გვამი ხალკიდიკიში, ერთ-ერთ მდინარესთან იპოვეს.

პროკურორის განცხადებით, 38 წლის ქირურგს არ მიუმართავს საავადმყოფოს არცერთი თანამშრომლისთვის, არცერთი ექიმისთვის, რათა პაციენტის სიცოცხლე გადაერჩინათ. მიუხედავად იმისა, რომ იქ იმყოფებოდნენ ისეთი სპეციალისტები, რომლებსაც მსგავსი შემთხვევების უდიდესი გამოცდილება ჰქონდათ.

ექიმების დასკვნით, იმ შემთხვევაში, თუ ქირურგი დახმარებას ითხოვდა, ქალის გადარჩენის რეალური შანსი არსებობდა. ამ ყველაფერს ექსპერტიზაც ადასტურებს.

სხვა მხრივ, ქალს აღენიშნებოდა ნაკაწრები მხრებისა და დუნდულების არეში, რომლებიც მას ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე მიაყენეს. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ როდესაც მამაკაცი დანაშაულის დაფარვას და სხეულის ერთი ადგილიდან მეორეში გადატანას ცდილობდა, დიანა ბერიძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

38 წლის ქირურგი თავდაპირველად მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფდა, თუმცა, მოგვიანებით აღიარა, რომ ქალი სამედიცინო შეცდომის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა და შემდეგ შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა. პროკურორის დასკვნით კი, ის სრულებით საღ გონებაზე იყო, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მკვლელობის შემდეგ ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდა ცხოვრებას.

წყარო: http://www.protothema.gr/greece/article/728280/katapeltis-i-eisaggeleas-gia-ton-aggeioheirourgo-ithele-na-skotosei-ti-mesitria/

onalem

ტესტ