პროექტი “3440” – ზღვის ფსკერზე

966513_Untitled-1_4
რაოდენ მცირე რამის დაკარგვაა (სუნთქვისა, 2–3 წუთით) საკმარისი ადამიანის სიცოცხლის წასართმევად და რა მცირე (და, თან დიდი – სიყვარული და თანაგრძნობა) რამეა საკმარისი მის გადასარჩენად…

966512_Untitled-3_3
პანაგის ხრისოვერგისს, ბერძენ ფოტოხელოვანს ნაპირიდან 200 და ზედაპირიდან  7  მეტრის დაშორებით წაუყვანია პროექტში მონაწილენი, გადასაღებად – ზღვის ფსკერზე, თვით ზღვაში – გარემოში, რომელში ცხოვრებასაც ადამიანი საერთოდ შეუგუებელია და იმ მომენტის დაფიქსირება უცდია, როცა უკვე ამქვეყნიერებასთან დასამშვიდობებლად ემზადები. ლტოლვილთა ტრაგედიის გადმოსაცემად, რომელთა უკეთესი ცხოვრების იმედები, ევროპული ოცნების ასასრულებლად, აქვე, ზუსტად ამ ზღვის ფსკერზე, რჩებოდა ხოლმე, უკნასკნელი ამოსუნთქვასავით.

966514_Untitled-2_5
და 3440 რატომო? – ეს იმ სიცოცხლეთა რაოდენობაა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში დაიკარგნენ, შარშან.
ერთი ეგაა – “ზოგიერთ მზერაში ბრძოლის, ბედთან არ შეგუების ჟინი შევნიშნეო” – ესეც დასცდენია ხელოვანს, ფრანგული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში…

და სწორიცაა, ეს თუ გადაგვარჩენს, მხოლოდ!

966523_Untitled-6_1

966525_Untitled-8_2

966527_Untitled-10_1

966533_PAN2015009G1003-5329-E

966529_Untitled-12_2

966531_PAN2015009G0919-4341

966521_Untitled-4_2

966549_Untitled-13_3