fbpx
ემიგრაციული სიახლეები

პრემიერი: გადავწყვიტეთ, გავზარდოთ დიასპორული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლების მხარდაჭერა

“გადავყვიტეთ, რომ გავზარდოთ დიასპორული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლების მხარდაჭერა. უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ჩვენს ახალგაზრდებს, უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის ფორუმზე განაცხადა.

პრემიერმა ფორუმზე ემიგრანტებს მიმართა და მოუწოდა რომ აქტიურად ჩაერთონ იმ ქვეყნის ცხოვრებაში სადაც მათ უწევთ ყოფნა.

“ქართული სახელმწიფოსთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტიური მონაწილეობა იმ ქვეყნების ცხოვრებაში, სადაც დღეს თქვენ მოღვაწეობთ. ჩვენი დიაპსორტის ასობითი ათასი წამომადგენელი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს რესურსს, ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. საქართველოს, როგორც ცივილიზაციის უძველესი კულტურის პოპულარიზაციაში და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დადებითი იმიჯის დამკვიდრების საქმეში.

თქვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ მიმართულებითაც, რომ ფართო აუდიტორია იყოს ინფორმირებული საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესახებ. ამიტომაც ჩვენ მაქიმალურად შევეცდებით, რომ ჩერთოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ საინფორმაციო ცენტრებში, მათ საქმიანობაში მივიღოთ ძალიან აქტიური მონაწილეობა. ეს ცენტრები ემსახურება საქართველოს როგორც ევროპული ღირებულების მქონე ქვეყნის იმიჯის წარმოჩენად. ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ძლიერი მექანიზმის სახალხო დიპლომატიის ეფექტიანი მუშაობა მთელი ამ პროცესში თქვენი მაქსიმალური ჩართულობა. ჩვენ ასევე მნიშვნელობას ვანიჭებთ დიასპორაში ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და განათლების საკითხებს. ამიტომაც გადავყვიტეთ, რომ გავზარდოთ დიასპორტული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლების მხარდაჭერა. უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ჩვენს ახალგაზრდებს, უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს”, – განაცხადა პრემიერმა.

onalem

ტესტ