fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

პოპულარულ ტურისტულ ადგილებში ბრიტანელ ტურისტებს აღარ იღებენ

კუნძულ კრეტაზე, მალიას პოპულარულ ტურისტულ ადგილებში სასტუმროს მფლობელები ბრიტანელი ტურისტების შეკვეთებს აღარ იღებენ. მათთვის მიუღებელია მათი ქცევის და გართობის ფორმები.

საბერძნეთის ქალაქებში არსებული სასტუმროების 95%-ს ხელი აქვს მოწერილი ისეთი ხალხის აკრძალვის გეგმაზე, რომელთა ქცევა საზოგადად ცნობილია, როგორც შეუსაბამო და მიუღებელი.

ხერსონისოსის მერის მოადგილე ეფთიმიოს მუტრაკისი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი იმ ტუროპერატორების ბრალია, რომლებიც სამოგზაურო პაკეტებს ამ ადამიანებზე ყიდიან.

მან ერთ-ერთ ბრიტანულ ჟურნალთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მალია არ არის ნარკოტიკების, საჯარო სექსის და იმ ყველაფრის ადგილი, რასაც ისინი აკეთებენ. ეს არის პრემიუმ ტურისტული კურორტი, რომელსაც კუნძულ კრეტასთვის მილიონები მოაქვს.

სასტუმროს მფლობელები იმედოვნებენ, რომ მათ ეწვევიან გერმანელი, ჰოლანდიელი და ავსტრიელი ოჯახები და ასევე აცხადებენ, რომ მათ არაფერი აქვთ საწინააღმდეგო ბრიტანელი ბავშვებისა და ზოგადად ხალხის მიმართ.

onalem

ტესტ