“პოლიტეხნიო” 2018: 5 საათიანი შეტაკება ექსარხიაში – დაკავებულია 19 ადამიანი

ექსარხიაში, “პოლიტეხნიოს” დღის 45 წლისთავთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც ტრადიციულად, შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

ვითარების გამწვავება საღამოს 7 საათისთვის დაიწყო, როდესაც უცნობმა პირებმა პირველი “მოლოტოვის” ბომბი გაისროლეს სტურნარის ქუჩაზე.

უფრო სერიოზული ინციდენტი მოხდა, ცოტა ხნის შემდეგ, ΓΑΔΑ-ს შენობასთან. უცნობმა პირებმა კვლავ “მოლოტოვის” ბომბები ისროლეს, თუმცა, ამჯერად, პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით. მათ საპასუხოდ, სამართალდამცავებმა ქიმიკატები და ყუმბარები გამოიყენეს.

საღამოს 8 საათიდან შუაღამემდე სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან შენიღბულმა პირებმა ბარიკადები აღმართეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩებზე და ექსარხიას მოედანზე. ისინი საბერძნეთის დროშებს წვავდნენ და განუწყვეტლივ ისროდნენ “მოლოტოვის” ბომბებს.

მათი “შტაბბინა” კვლავ ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა იყო, საიდანაც ბომბების სასროლად გამოდიოდნენ, შემდეგ კი, პოლიციის კონტრშეტევის დროს კვლავ თავშესაფარს შედიოდნენ.

“პარტიზანული ომის” საპასუხოდ, რომელსაც უცნობები პოლიციის წინააღმდეგ აწარმოებდნენ, სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ ექსარხიაში, პოლიციამ ჯერ 13 ადამიანი, ხოლო მოგვიანებით კიდევ 6 დააპატიმრა.

ჯამში, 19 ადამიანია დაკავებული, რომლებიც პროკურატურაში გადაიყვანეს.

melano

ტესტ