fbpx
საზოგადოება

პოლიციის გაძლიერებული კონტროლი ათენის ცენტრში

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათენის კონკრეტულ უბნებში პოლიციის კონტროლი და ოფიცრების რაოდენობა გაიზრდებოდა. მართლაც, იდეა რეალობად იქცა და გამოიყო თანამშრომელთა გუნდი,  საბერძნეთის დედაქალაქის სხვადასხვა კრიმინალისგან დასაცავად.

კერძოდ, პოლიციის თანამშრომლები განაწილდნენ ათენის კულტურულ და არქეოლოგიურ ცენტრებში, ასევე ტურისტულ ტერტორიებზე, რათა აღნიშნულ ადგილებში თავიდან აიცილონ გაუთვალისწინებელი ინციდენტები.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროის მანძილზე ძალიან გახშირდა ერმუსა და პატისიონის ქუჩაზე მდებარე მაღაზიებსა და ბანკებზე თავდასხმა, რაც ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემად იქცა.

სწორედ ამიტომ, პრობლემების განხილვისას საბერძნეთის სავაჭრო ასოციაციამ წამოაყენა საკითხი, რომელიც პოლიციის კონტროლის გაძლიერების აუცილებლობას ეხებოდა.

მათი განცხადებით, ამ გზით თავს ბევრად დაცულად იგრძნობს არა მხოლოდ ათენის მოსახლეობა, არამედ ტურისტებიც.

onalem

ტესტ