fbpx
საბერძნეთი

პოლიციის დახმარების გარეშე მარათონას გამზირზე მინიმუმ 500 მძღოლი დაიღუპებოდა

CNN Greece ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ხანძარს შესაძლოა უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყოლოდა, ვიდრე ახლა ფიქსირდება. საუბარია ავტომობილების მძღოლებზე, რომლებიც კრიტიკულ მომენტებში, ხანძრის შუაგულში გადაადგილდებოდნენ. პოლიციის დახმარების გარეშე მინიმუმ 500 მძღოლი საკუთარ მანქანაში დაიღუპებოდა.

მარათონას გამზირზე, ანუ რაფინადან მატიში მიმავალ გზაზე, მძღოლები კვამლის გამო ვერ არკვევდნენ, თუ საით უნდა წასულიყვნენ, რათა უსაფრთხოდ გაცლოდნენ საშინელ ცეცხლს. ΔΙΑΣ -ს პოლიციის ოფიცრების ორგანიზებულმა მუშაობამ მათი სიცოცხლე გადაარჩინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათ ხელისუფლებისგან ამის ბრძანება არ მიღიათ.

ისინი ასევე შევიდნენ სახლებში, სადაც მოხუცები იყვნენ ჩაკეტილები, გამოიყვანეს ბავშვები ბანაკებიდან, რომელთაგან ზოგიერთი წყალში გადახტა და მრავალი ასეთი შემთხვევა.

 

onalem

ტესტ