fbpx
კრიმინალი

პოლიციელს 15, 000 ევრო გადაუხადა, რათა პირადობაში 10 წლით ახალგაზრდა ჩაეწერა

კოსის სააპელაციო სასამართლოში, 77 წლის ბერძენი ქალის პროცესი რამდენიმე დღეში გაიმართება. ბრალდებული პოლიციელს თანხის შეთავაზების სანაცვლოდ, პირადობაში 10 წლის “დაკლებას” სთხოვდა.

ქალი დააპატიმრეს პოლიციელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე. ბრალდების თანახმად, მან 15,000 ევრო მისცა პოლიციის ოფიცერს თავისი პირადობის შეცვლისა და მასში 10 წლით უმცროსი ასაკის მითითებისთვის.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ქალს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თავდასაცავად ბრალდებულმა განაცხადა, რომ იმ მომენტისთვის, მას არ ჰქონდა გააზრებული თავისი ქმედების სიმძიმე და გაუწონასწორებელი იყო რიგი მიზეზების გამო.

ასევე, განაცხადა, რომ მან უკიდურესად მძიმე წუთები გაიარა, როგორც ქვრივმა და ავადმყოფი შვილის დედამ, ამიტომაც, სურდა უფრო ახალგაზრდად ეგრძნო თავი.

აღსანიშნავია, რომ 77 წლის ქალბატონი ვერ შეძლებდა თავისი “ასაკ-მოკლებული” პირადობის გამოყენებას საფრანგეთში, საპენსიო მიზნებისთვის, რადგან მისი მონაცემები ფრანგ მეუღლესთან ქორწინების შემდეგ უკვე რეგისტრირებული იყო.

onalem

ტესტ