fbpx
კრიმინალი

პოლიციელმა დააკავა მძარცველი, რომელმაც ის-ის იყო მობილური ტელეფონი მოიპარა (ვიდეო)

მოქალაქემ, რომელიც ძარცვის მსხვერპლი გახდა, პოლიციელის დახმარებით, რომელიც იმ დროისთვის სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა, მოახერხა ქურდის დაჭერა და მისი სამართალდამცავებისთვის გადაცემა.

როგორც protothema.gr-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოშია ნაჩვენები, შემთხვევა შუადღეს, მითილინის პორტში მოხდა. კადრში ჩანს 16 წლის ახალგაზრდა, რომელიც ასფალტზე წევს და წინააღმდგებობის გაწევას ცდილობს პოლიციელისთვის.

მითილინის უსაფრთხოების დეპარტამენტისადმი მიცემულ ჩვენებაში, პოლიციელი, რომელიც იმ მომენტისთვის სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა, გამოეხმაურა მოქალაქეების ხმებს და მსხვერპლის მოწოდებას, რომელიც დახმარებას ითხოვდა: “მე პოლიციის ოფიცერი ვარ. დღეს, 2018 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, ვიმყოფებოდი პორტში, სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის დროს. დავინახე, რომ თავდამსხმელი მივარდა მამაკაცს, რომელიც საკუთარი მანქანიდან გადმოდიოდა. ასევე დავინახე, რომ მძარცველმა რაღაცა ნივთი წაართვა მას და გაიქცა. მე სასწრაფოდ დავედევნე ქურდს, მანქანის მეპატრონესთან ერთად. ამ დროს, მძარცველმა მოპარული ტელეფონი გადააგდო, თავიდან მოშორების მიზნით. მე გავაგრძელე დევნა და კუნტურიტუს ქუჩაზე მოვახერხე მისი დაჭერა.”

onalem

ტესტ